პარაგრაფ შეკვეთილი.
2016-18 წლებში, ჩვენი კომპანიის მიერ შესრულდა შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო სასტუმროს “Paragraph Shekvetili”-ს გარე ტერიტორიის განათების სხვადასხვა სეგმენტზე, უმაღლესი ხარისხის მნათი მოწყობილობების მოწოდება, რომლის სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებდა დამკვეთის მხარე - შ.პ.ს. „ბურჯი“-ს მაღალპროფესიონალური გუნდი.
სანათი მოწყობილობები და შესაბამისი განათების ბოძები, განთავსდა სასტუმროს შემდეგ ლოკაციებზე:
ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სასტუმროსაკენ მიმავალი გზა.
შიდა ეზო და ტერიტორია.
2 საჩოგბურთო კორტი და ფეხბურთის მოედანი.
ავტოპარკინგი.
სასტუმროს ფასადი.
შიდა ტობოგანი (საცურაო აუზი, სასრიალოებით).
გარე აუზი გამავალი ზღვაში.
აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი კომპანიისთვის, როგორც გამოცდილების კუთხით, ასევე საკითხის ტექნიკურად მართებულად გადაჭრის მხრივ. ობიექტი მდებარეობს უშუალოდ ზღვასთან ძალიან ახლოს, ზოგიერთ სანათებს (ზღვაში შემავალი აუზი) ზღვის ტალღებიც კი ეხება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გაცემულ იქნა საკმაოდ დიდი ხარისხის საგარანტიო ვადები, რაც გულისხმობს 5-ს, ზოგ შემთხვევაში 7 წელსაც კი. ამის საშუალებას გვაძლევდა ჩვენი მომწოდებლების ნაწარმის უმაღლესი ხარისხი და ნდობა მწარმოებლის, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდში დგას.