სტადიონი გორის დილა.
შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ 2017 წელს,
უეფას ეგიდით გამართული ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის მოსამზადებლად,
განხორციელდა ქ. გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის განათება.
აღნიშნულ სტადიონზე გაიმართა როგორც ტურნირის გახსნის, ისე დახურვის (ფინალური) მატჩი.
პროექტში გამოყენებული იქნა სპორტული განათების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებლის — იტალიური Fael Luce-ის
2000 ვატიანი პროჟექტორები,
დაკომპლექტებული Philips-ის მაღალეფექტური ლითონჰალოგენური ნათურებით.
პროექტი საკმაოდ რთული იყო, რადგან პროჟექტორების მონტაჟი განხორციელდა არსებულ განათების ანძებზე.