დინამო არენა.
ქ. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
„დინამო არენა“ — ჩვენი ქვეყნის უპირველესი სპორტული არენა — ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
2011 წელს სწორედ ამ ახლადრეაბილიტირებული სტადიონის განათება გახდა ჩვენი კომპანიის პირველი უმნიშვნელოვანესი პროექტი.
2015 წელს კი, უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის ჩატარებისთვის (უეფას ეგიდით), განხორციელდა „დინამო არენა“-ს სრული რეაბილიტაცია. ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოედნის განათების სრული განახლების შესახებ.
შეიცვალა არსებული 198 ცალი პროჟექტორი და დამატებით დამონტაჟდა კიდევ 52 ცალი, რათა მიღწეულიყო იმ დროისთვის ყველაზე მაღალი — „ფინალი“ კლასის განათება.
ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნა ჩვენი იტალიელი პარტნიორის Fael Luce-ის წარმოების Light Master One 2000W პროჟექტორები, დაკომპლექტებული Philips-ის მეტალჰალოგენური ნათურებით.
მესამე — და ამჟამად მოქმედი — განათების სისტემა ჩვენი გუნდის მიერ დამონტაჟდა მუნიციპალური განვითარების ფონდის და შპს „გლობალ სტანდარტ მშენ“-ის შეკვეთით, უეფას 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ფარგლებში.
ამ პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა დღეისათვის სპორტული განათების საუკეთესო LED პროჟექტორები: Philips ArenaVision LED gen3.5.
მიღწეული შედეგი სრულად შეესაბამება უეფას 2021 წლის „Elite A“ კატეგორიის მოთხოვნებს.