ტანვარჯიშის არენა

ტანვარჯიშის არენა.

ტანვარჯიშის არენაზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სანათები „ფილიფსი“-ს წარმოების, მიღებულია განათების ხარისხი საერთაშორისო ტრანსლირებისთვის, ასევე პროექტი მოიცავს განათების ჩართვის 3 რეჟიმს:

  • სავარჯიშო;

  • შეჯიბრის ჩასატარებელი;

  • შეჯიბრის ჩასატარებელი საერთაშორისო ტრანსლირების რეჟიმი;

ყველა რეჟიმი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებულობის ხარისხს.

  • სავარჯიშო - 650 ლუქსი (H*);

  • შეჯიბრი - 1200 ლუქსი (H*);

  • საერთაშორისო ტრანსლირება - 1500 ლუქსი (V**);

ტრიბუნების განათებისთვის გამოყენებული სანათები შერჩეული იქნა მათი შუქის სხივის გაშლის და ნათების ფერის მიხედვით, რათა არ მომხდარიყო როგორც მაყურებლის ასევე სპორტსმენების თვალის მოჭრის კოეფიციენტის დარღვევა ძირითად განათებასთან შესაბამისობაში. განათებულობამ მიიღო დადებითი შეფასება როგორც ოლიპმიადის საორგანიზაციო კომიტეტიდან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომელიც ანხორციელებდა შეჯიბრების ტრანსლაციას უმაღლესი დონის ზესწრაფი კამერების მეშვეობით. სანათები დამზადებულია საფრანგეთში, მათი მოწოდება განხორციელდა დროულად და მათზე მოქმედებს 3 წლიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.