ოლიმპიური აუზი.
2019 წელს თბილისში, „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე მდებარე საცურაო აუზმა
უმასპინძლა 19 წლამდე ვაჟებში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატს.
ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან — კომპანია „Fael Luce“-თან ერთად
შემუშავდა და განხორციელდა დეტალური შუქტექნიკური ანგარიში,
რომელშიც გამოყენებული იქნა 80 ერთეული Light Master ONE 2000W
ლითონჰალოგენური პროჟექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ საცურაო აუზის განათება გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიურობით
(წყლის ზედაპირის სწორად განათება საკმაოდ რთულია),
ჩვენს მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა მიიღო მაღალი შეფასება.
მიღწეული შედეგები:
საშუალო ვერტიკალური (სატელევიზიო) განათებულობა: 1670 ლუქსი
საშუალო ჰორიზონტალური განათებულობა: 2420 ლუქსი
ე.წ. დამაბრმავებელი ინდექსის მაქსიმალური მაჩვენებელი: 34