ბლექ სი არენა.
2015–16 წლებში ჩვენი კომპანიის მიერ შესრულდა არამარტო საქართველოს, არამედ მთელს შავი ზღვის პირეთში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი საკონცერტო დარბაზის
„Black Sea Arena“-ს შიდა სივრცის განათება.
აღნიშნულ პროექტში პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა
„Philips Lighting“-ის ჭკვიანი მართვის სისტემა — Dynalite,
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.
დამონტაჟდა პრემიუმ ხაზის პროჟექტორები Clear Flood.
გარდა შიდა სივრცისა, ჩვენს მიერ განხორციელდა სანათებისა და განათების ბოძების მიწოდება:
საკონცერტო დარბაზის საპარკინგე სივრცისთვის
გარე ტერიტორიისთვის
ტექნიკური და ადმინისტრაციული შენობებისთვის
პროექტში გამოყენებულია:
Valmont წარმოების ცხლად გალვანიზირებული და შეღებილი განათების ბოძები
Philips Lighting-ისა და Fael Luce-ის წარმოების სანათები