ფრენბურთის 2 არენა

ფრენბურთის 2 არენა.

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ჩვენს მიერ განათდა ფრენბურთის დარბაზი.

გამოყენებულია „Philips“-ის წარმოების, უმაღლესი ხარისხის სანათები. განათებულობის შედეგი მიღებულია საერთაშორისო ტრანსლირებისთვის.

პროექტი ასევე მოიცავს განათების ჩართვის 3 რეჟიმს:

  • სავარჯიშო

  • შეჯიბრის ჩასატარებელი

  • საერთაშორისო ტრანსლირების რეჟიმი

ყველა რეჟიმი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათებულობის ხარისხს:

  • სავარჯიშო — 550 ლუქსი (H*)

  • შეჯიბრი — 2200 ლუქსი (H*)

  • საერთაშორისო ტრანსლირება — 2350 ლუქსი (V**)

ტრიბუნების განათებისათვის გამოყენებული სანათები შერჩეული იქნა მათი შუქის სხივის გაშლისა და ნათების ფერის მიხედვით, რათა არ მომხდარიყო როგორც მაყურებლის, ისე სპორტსმენების თვალის მოჭრის კოეფიციენტის დარღვევა ძირითად განათებასთან შესაბამისობაში.

განათებულობამ მიიღო დადებითი შეფასება როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის, ისე ადგილობრივი ფედერაციის მესვეურების მხრიდან.