მარტვილის კანიონი | კინჩხას ჩანჩქერი.
„სათაფლიის“ მღვიმეში შესრულებული წარმატებული პროექტის შემდეგ
ჩვენი კომპანიისა და ს.ს. „ერისიმედის“ მიერ შედგა ამხანაგობა „ერი.ჯი“,
რომელმაც design-build მეთოდით გაიმარჯვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტენდერში
მარტვილის კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე:
მხატვრული RGBW განათების მოწყობა
3D მანათობელი პროექცია
ლაზერ-შოუ
ზემოხსენებული მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს:
კონცეფციიდან, პროექტირებითა და პროექტის შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოებით დამთავრებული.
სამუშაოები გაგრძელდა თითქმის 2 წელი.
ორივე ლოკაცია გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულით — კლდოვანი, ხშირად მიუდგომელი რელიეფი.
სამონტაჟო ჯგუფმა სამუშაოები შეასრულა სპეციალური აღჭურვილობით და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.
საქართველოში პირველად დაცული ტერიტორიები გაიხსნა მნახველისთვის ღამის საათებშიც.
შექმნილი სანახაობა მნახველს სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადააქვს დღის საათებისგან განსხვავებით.
მხატვრული განათება, ფერების დინამიკა, სანათების ოპტიკა და ზუსტი დამიზნება ხაზს უსვამს მცენარეების, ჩანჩქერებისა და კლდეების უნიკალურ სილამაზეს.
განსაკუთრებული კულმინაცია ორივე ლოკაციაზე:
მარტვილის კანიონზე — 100 მ² წყლის ფარდაზე 3D პროექცია სამეგრელოს თემატიკაზე (არგონავტების ისტორია, ზღვის სამყარო და სხვ.)
კინჩხის ჩანჩქერზე — 180 მეტრიან კლდეზე ლაზერ-შოუ იმერეთის თემატიკაზე
პროექტში გამოყენებულია:
Philips Lighting-ისა და Inti LED-ის წარმოების სანათები